კულტურის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა” გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა” გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

1. „დაკარგვის პირას მყოფი ტრადიციული ხალხური საკრავის ჭიბონის დამზადების ტექნოლოგიის შენარჩუნება”, განმახორციელებელი – ფ.პ. თემურ არძენაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);

2. „გიორგი ნიპარიშვილის კლასიკური და ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება”, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ნიპარიშვილი (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის);

3. „ხის მასალა ხელნაკეთი კონტრაბასისთვის”, განმახორციელებელი – ფ.პ. ლევან ცინცაძე (ხის მასალის შეძენა კონტრაბასის შესაქმნელად);

4. „კარლო კელაპტრიშვილის ქართული ხალხური საკრავების საამქროს აღორძინება-განვითარება”, განმახორციელებელი – ფ.პ. კარლო კელაპტრიშვილი (დაზგა-დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);

5. „სამუშაო დანადგარების შეძენა”, განმახორციელებელი – ფ.პ. ლევან ქავთარაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);

6. „ხალხური საკრავების წარმოების ხელშეწყობა”, განმახორციელებელი – მიკრო მეწარმე ნუგზარ შოგირაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარებისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);

7. „ვახტანგ ქავთარაძის სახელოსნო”, განმახორციელებელი – ფ.პ. ვახტანგი ქავთარაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);

8. „თურმანიძის დიპლიპიტო”, განმახორციელებელი – ფ.პ. ფატიმა თურმანიძე (ინსტრუმენტების დასამზადებელი მასალის, სახელოსნოსთვის სარემონტო მასალისა და ნაკეთობების დამამუშავებელი ხელსაწყოების შეძენა);

9. „სვანuრი ხალხური საკრავების ჩანგის და ჭუნირის დასამზადებელი სახელოსნოსთვის ვერტიკალური ლენტური ხერხის შეძენა”, განმახორციელებელი – ფ.პ. ვახტანგ ფილფანი (დაზგის შეძენა სახელოსნოსთვის);

10. „გივი პაპას დოლები”, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი გურგენიშვილი (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);

11. „გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო”, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ფხალაძე (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის).

კონკურსის ჯამურის ბიუჯეტი შეადგენდა 95 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 11-მა განმცხადებელმა მომართა.

Back to top button