ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელს, ფერნანდო გიმარეშს შეხვდა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელთან, ფერნანდო გიმარეშთან.

შეხვედრაზე აღინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკომისიის სხვადასხვა სტრუქტურების ჩართულობა რეფორმების გატარების მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

დადებითად შეფასდა თებერვალში ჩატარებული ასოცირების საბჭო, რომელზეც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც კანდიდატი ქვეყანა.

აღინიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზადყოფნა ამ გზაზე შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მუშაობის დინამიკა და და დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

Back to top button