სოფელ ხიდისყურსა და საქადაგიანოს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ, კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ხიდისყურსა და საქადაგიანოში სტაბილური წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარლებში შენდება რეზერვუარები, ეწყობა წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ქსელი.

მოსახლეობის გამრიცხველიანების შემდეგ 2 000-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოს, რომელიც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ახორციელებს დასრულდება 2022 წლის გაზაფხულისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 2,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

Back to top button