ლანჩხუთის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ. 100 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანასდება.

სამუშაოები ამ დროისთვის – აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ჯამში 8 კილომეტრამდე სიგრძის შიდა მიმოსვლის გზა მოწესრიგდება.

სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.

Back to top button