საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს და ათამდე ნომინაციაში 62 თანამშრომელს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზა ავრცელებს.

ამავე ცნობით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ხაშურსა და თბილისში გამარჯვებულებს სიგელები და სამკერდე ნიშნები პირადად გადასცა.

პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ ხერხდება. მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციაა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები – ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ყოველწლიურად სპეციალური კომისია ასახელებს. საქართველოს რკინიგზაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს თანამშრომლებს პროფესიულ წარმატებას მასშტაბურ ღონისძიებაზე მიულოცავენ.

Back to top button