ზაალ ანჯაფარიძე: დღევანდელი „საქველმოქმედო“, სინამდვილეში კი პოლიტ-ოპოზიციური კონცერტის სპონსორები ვინ არიან? გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობთ „ქველმოქმედებით“?!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქველმოქმედო კონცერტს – „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ ეხმიანება და დაგეგმილ ღონისძიებას პოლიტ-ოპოზიციურ კონცერტს უწოდებს.

ანჯაფარიძე მოუწოდებს წარმოადგინონ ზემოთ ხსენებული კონცერტის სპონსორების სია და სვავს კითხვას გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობენ ისინი “ქველმოქმედებით“.

„დღევანდელი “საქველმოქმედო,” სინამდვილეში კი პოლიტ-ოპოზიციური კონცერტის სპონსორები ვინ არიან?
გამოდეთ სია, მაგალითად ვინ გადაიხადა სცენის ფული (1 დღე მინიმუმ 60,000!) და ა.შ. ნუ გერიდებათ ! საზოგადოება სახეზე უნდა იცნობდეს თავის ხელგაშლილ “გმირებს”.
ისე, გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობთ “ქველმოქმედებით?!“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button