ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ეს შესაძლებლობა ეძლევათ.

ფოჩხუას მიაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის საქმის კეთება და არა თვლა რუსთაველზე სეირნობის დღეების.

„დღეს განათლების მინისტრმა მეტად მნიშვნელოვანი ამბავი ამცნო საზოგადოებას. ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, სადაც ჩვენს სტუდენტებს სრული დაფინანსება ექნებათ. ეს არის ქართველი ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობა, გაიღრმაონ განათლება ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა.

უკვე მიმდინარე წლიდან მე-12 კლასის კურსდამთავრებულები შეძლებენ განაცხადის შეტანას და მომდევნო წლიდან კი უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებიც. აი ეს არის ქვეყნისთვის საქმის კეთება და არა თვლა რუსთაველზე სეირნობის დღეების“, – წერს ფოჩხუა.

Back to top button