
„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი – ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, ცოტნე ივანიშვილის მიღწევა და მისი მონაწილეობით დაწყებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული განათლების სისტემისთვის, რომლის შედეგებიც მომავალში მრავალ ბენეფიციარზე აისახება.
„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი – ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას.
გადაიყვანეთ ეს ყველაფერი ციფრებში, რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინდიკატორებში და ნახავთ ცოტა ხანში რამდენი ბენეფიციარი ეყოლება ამ თანამშრომლობას,” – წერს ანჯაფარიძე.