საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად, საუდის არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair.

უწყების ინფორმაციით, 3 დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას 23.000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

Back to top button