გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა

გონიო-აფსაროსის ციხე, 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

ციხის ტერიტორიაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. სამუშაოებში სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

მადლობას ვუხდით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ნერგების უსასყიდლოდ გადმოცემისთვის.

Back to top button