საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სასიგნალო შეტყობინება დღეს, 6 ივნისს, დილით შევიდა. აღნიშნულის საფუძველზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.

Back to top button