ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ X-ე წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.

„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-ინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – აღნიშნავს პრემიერი.

Back to top button