პედიატრთა ამერიკული კოლეჯი ბავშვების სქესის შეცვლის შეწყვეტას ითხოვს; WOW – ილონ მასკის რეაქცია დოქტორ ჯილ სიმონსის განცხადებაზე

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პედიატრთა ამერიკული კოლეჯის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ჯილ სიმონსის განცხადებას სოციალურ ქსელში აზიარებს და მას მიესალმება.

პედიატრთა ამერიკულმა კოლეჯმა (ACPeds), ხუთშაბათს, სთხოვა სამედიცინო პრაქტიკოსებს აშშ-ში, სქესის შეცვლის პროცედურების შესრულება შეწყვიტონ. მათი თქმით, ეს მავნე პრაქტიკაა არასრულწლოვანთათვის, რომელთაც „ბიოლოგიური სქესის მიუღებლობა აქვთ“.

პედიატრთა ჯგუფი არასრულწლოვანთათვის, რომელთაც აქვთ გენდერული დისფორია [როდესაც ადამიანები დისკომფორტს განიცდიან, რადგან ისინი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულად გრძნობენ თავს] მყისიერი სამედიცინო პროცედურების ნაცვლად, რეკომენდაციას „ყოვლისმომცველ შეფასებებსა და თერაპიას“ უწევს. ACPeds-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ჯილ სიმონსის თქმით, გენდერის შეცვლის პროცედურების შეჩერების მოთხოვნა გამოწვეულია შემაშფოთებელი კვლევის შედეგებით იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს ეს სამედიცინო პროტოკოლი არასრულწლოვანზე.

მისივე თქმით, კვლევაში ასობით სამედიცინო პროფესიონალი მონაწილეობდა. „ჩვენ გვაქვს სერიოზული შეშფოთების საფუძველი ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვის თვალსაზრისით, რომლებიც გამოხატავენ დისკომფორტს თავიანთი ბიოლოგიური სქესის გამო. შემაშფოთებელია ახლა არსებული პროტოკოლი და მისი ეფექტი ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, – თქვა სიმონსმა.

ACPeds-ის დოქტორმა ანდრე ვან მოლმა ასევე თქვა, რომ „არასრულწლოვანებს არ შეუძლიათ სქესის შეცვლის შესახებ ჭეშმარიტად ინფორმირებული, გადააზრებული თანხმობის გაცემა, რადგან „მათ აქვთ განვითარებადი ტვინი და გონება, რომელიც ხშირად იცვლება“. ექიმმა განმარტა, რომ არასრულწლოვანებს არ აქვთ უნარი გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების გრძელვადიანი შედეგები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს სხვა უფრო მისაღები გზები გენდერული დაბნეულობის შემთხვევაში, ვიდრე „ჯანმრთელი ახალგაზრდა სხეულის ქიმიური სტერილიზაცია და ქირურგიული დასახიჩრებაა“.

მისივე თქმით, როგორც კვლევებით ირკვევა, აქამდე სქესის შეცვლის პროცედურებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია თვითმკვლელობებისა და ფსიქიკური დაავადებების შემცირებაზე. ACPeds-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა აშშ-ის სხვა სამედიცინო ასოციაციებს, „დაჰყვნენ მეცნიერებას და მათ ევროპელ პროფესიონალ კოლეგებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ოპერაციების ხელშეწყობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც განიცდიან დისტრესს მათი ბიოლოგიური მდგომარეობის გამო“.

Back to top button