საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა.
STEM ოლიმპიადაშისაქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის სავარჯიშოებსა და STEM პროექტებზე მუშაობდნენ, საკუთარი ნაშრომები კიკომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს.ჟიურის დაჯამებული ქულებით 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.
პირველ ადგილზე ქართულ-ამერიკული სკოლა გავიდა, გუნდის მენტორი გოგა სუქნიძე იყო, წევრები კი – ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვახტანგ გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკოლოზ ყულოშვილი და ალექსანდრე ნაზღაიძე იყვნენ.
მეორე ადგილზე თავისუფალი სკოლა გავიდა, ირაკლი ხუციშვილის მენტორობით. მონაწილეებიიყვნენ ნიკო ხარშილაძე, ანდრია მახარაძე, სანდრო ჩადუნელი, ლუკა დუდაური, სალომე ჯიბლაძე და რატი ტვილდიანი.
მესამე ადგილი კი “მწიგნობართუხუცესმა” დაიკავა, ლალი ხატიაშვილის მენტორობით. გუნდის წევრები კი იყვნენ ანასტასია ჯანყარაშვილი, ნატა ბეჭვაია, სანდრო ვერულეიშვილი, დავით გილიგაშვილი, საბა ზარანდია და ბაქარ ბუხსიანიძე.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრშისაგანმანათლებლო საგზური გადაეცა.ამასთან, მათი სკოლის შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკითდაჯილდოვდნენ. ყველა ფინალისტ მონაწილეს კი გადაეცა სიმბოლური ჯილდოები და სერტიფიკატები.
ამასთან, სკოლებისთვის გამარჯვების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, დამოუკიდებლად გაიმართა ოლიმპიადა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის, რომელშიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გუნდის მენტორინიკოლოზ ლობჟანიძე იყო, წევრები კი- ბაგრატ დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი, რატი რატიანი, თორნიკე მემანიშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მესხიშვილი.
„STEM მეცნიერება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, მომავლის მიმართულებებს – მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება დადაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შევქმენით STEM სკოლის პროექტი, რომელსაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ. პარალელურად, უფრო მეტი ახალგაზრდისთვის STEM მიმართულებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საფუძველი ჩავუყარეთ STEM ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა წელს 200-მდე სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივებისადმი დაინტერესება კი მუდმივად იზრდება და ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ვიხილავთ“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებასაქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლას შეუძლია. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ცოდნა როგორც სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე პრაქტიკული ინჟინრული ამოცანების ამოხსნაში. VII-XI კლასელი 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სახით ჰყავთ მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ორგანიზებას, ცოდნის გაუმჯობესებასა, გამტკიცებას და პროექტში მიმდინარე აქტივობებში ჩართულობას.