პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან თიანეთსა და თელავში გაიმართება.

 

Back to top button