
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ დახატე ისტორია“ . – თემა: აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი.
“უპირატესობა მიენიჭება ნამუშევრებს, რომელთაც შესაძლოა ახლდეს სიუჟეტური განვითარება. ( მაგ: ძეგლთან დაკავშირებული რომელიმე ისტორიული ფაქტის გაცოცხლება) – ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის ფურცელზე; – სურვილისამებრ შეარჩიეთ მასალა (ფანქარი, ფლომასტერი,საღებავი) – ნახატს გადაუღეთ ფოტო (ნახატი შეინახეთ), მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@ajaraheritage.ge ან სააგენტოს Facebook გვერდზე: (https://www.facebook.com/AjaraHeritage) – ერთი პირის მიერ შესაძლებელია ერთზე მეტი ნამუშევრის გამოგზავნა; გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ასაკობრივ კატეგორიაში (7-იდან 11 წლამდე; 11-დან 15 წლამდე; 15-იდან 18 წლამდე;) კონკურსში გამარჯვებულებს სააგენტო გადასცემს სიგელებს და სამახსოვრო საჩუქრებს. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 დეკემბერი; გისურვებთ წარმატებას!” – აცხადებენ სააგენტოში.