მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო”, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 1005,88 გრამი) გამოვლინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მალულად ჰქონდათ განთავსებული.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 127 597,49 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Back to top button