ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი წერს.
იგი ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – 928 004 მოქალაქის ხმა (48%).
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები – 824 755 მოქალაქის ხმა (47%).
ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხებზე. არადა, გარეთ 2021 წლის გიორგობაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.