კობა კობალაძე: თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, პასუხი მოკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა

”მე მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთქმედების. ამ ურთიერთთანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენს ბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიეცათ. დღეს, 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმე საპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერესოსაუბარი. ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მინისტრებთანაც.

რაც შეეხება ონ-ლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას_ რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირ ვიტყვი_ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანა ამ თემამ; ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამ ბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგან გაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება. მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივები, რომლებიც გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდ მისაღებია. ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემს ქვეყანას! და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინცგაუჩინა ეს მცდარი ილუზია”_განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ტელეკომპანია ”ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში ”რეალური პოლიტიკა”.

 

Back to top button