პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სახელით პარლამენტს ფრაქციების გაუქმების და ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ აცნობა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დატოვეს პარლამენტი და პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ, ფრაქციების წევრთა შემცირების გამო ფრაქციები „რეფორმების ჯგუფი” და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” გაუქმდა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დარეგისტრირდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”.
მოსმენილი განცხადება პარლამენტმა ცნობად მიიღო.