ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრუსელში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის  წარდგენა  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 30 მწარმოებლის პროდუქცია საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა-გაყიდვას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

Back to top button