Lamborghini-ს პრეზიდენტი: მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, როდესაც პარტნიორად საქართველოში „თეგეტა“ ავირჩიეთ

Lamborghini თბილისშია. საქართველოში მას ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალიური ბრენდისთვის საქართველოში სადილეროს გახსნა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა სანდო პარტნიორმა, „თეგეტამ“ მოახდინა.

 „ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ვაკვირდებით ბაზრებს  მსოფლიოს მასშტაბით. როგორც წესი, ჩვენთან პარტნიორობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს და ვფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც პარტნიორად საქართველოში „თეგეტა“ ავირჩიეთ.

წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოში  ჩვენი  ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესია, მაღალია მოთხოვნა, თუმცა ჩვენი არჩევანი, შემოვსულიყავით ქართულ ბაზარზე, მხოლოდ გაყიდვების ზრდა არ არის. ეს ბრენდის განვითარებისა და გაფართოების სტრატეგიის ნაწილია“,ამბობს შტეფან ვინკელმანი.

Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი თბილისში ახალი შოურუმის ოფიციალურ გახსნაზე დასასწრებად ჩამოვიდა. იტალიური სპორტქარის შეძენას ქართველი მომხმარებელი აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში მდებარე Lamborghini-ს ახალ ცენტრში შეძლებს. ცნობილი ბრენდისთვის საქართველო 56-ე ბაზარია, სადაც პრემიუმ ავტომობილებს წარმოადგენს.

Back to top button