კასპის სოფელ ქვემო ჭალაში შიდა საუბნო მე -18 ქუჩაზე ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში დასრულდა შიდა საუბნო  მე -18 ქუჩაზე ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება.

მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან  ერთად გზის მოწყობის სამუშაოს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში 789 გრძივ მეტრ  გზაზე მოეწყო ორ ფენიანი ასფალტ/ბეტონის საფარი ეზოებში შესათვლელებითა და სანიაღვრეებით.

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო  ღირებულება 635 000  ლარია.

აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, პროექტის დასრულებამ  უზრუნველყო ადგილობრივების  მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით გადაადგილება – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

Back to top button