ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსა მის მიერვე შერჩეულ ლოკაციაზე.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.

„დაკავებულს ბრალდება 18,260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით („მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button