კახეთში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალში გასული სკოლები ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

კახეთში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 8 საჯარო სკოლის 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 1/2 ფინალში გამართული დაძაბული მატჩების შედეგად გამოვლინდა ფინალისტი გუნდები. ესენია არიან: საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა და ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა.

სულ მალე მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა თბილისშიც გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიებისსასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 –მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართებამინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (.. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვარაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

Back to top button