
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. საქართველოს ბანკი, ასობით პარტნიორ მაღაზიასთან ერთად, ლოიალური მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებს.
მხოლოდ 5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი ნივთი, PLUS ქულებით გადახდისას, ნახევარ ფასად შეიძინოთ. მეტიც, თუ სასურველი ნივთის შესაძენად საკმარისი PLUS ქულა არ გაქვთ, ნივთის დარჩენილი ღირებულება შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილით დაფაროთ, ხოლო გადახდა 1 თვის შემდეგ დაიწყოთ.
წარმოიდგინეთ, რომ გსურთ 800 ლარიანი ნივთის შეძენა და 100 ლარის PLUS ქულა გაქვთ. 5 ივლისს ეს ქულები გაგიორმაგდებათ, ხოლო დარჩენილი 600 ლარის 4 თვეზე გადანაწილება შეგეძლებათ. ასე რომ, PLUS-ის დაბადების დღეს 0 ლარის დახარჯვა მოგიწევთ და თუ ნაწილ–ნაწილითაც ისარგებლებთ, თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას ერთი თვის შემდეგ დაიწყებთ.
ნაწილ–ნაწილ გადახდით ნივთის საფასურს ზუსტად 4 ტოლ ნაწილად ყოფთ და დამატებითი ხარჯები არ გიწევთ, რადგან ეფექტური 0%-ია.
PLUS ქულებით გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ნაწილი ქულებით დაფაროთ და დარჩენილი თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადოთ, ეს შეთავაზება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში მოქმედებს.
როცა სასურველ მაღაზიას ეწვევით და ნივთს აარჩევთ, საკმარისია კონსულტანტი წინასწარ გააფრთხილოთ, რომ ნაწილს PLUS ქულებით იხდით, ხოლო ნაწილს – ბარათით, ნაღდი ფულით ან ნაწილ–ნაწილ.
ასე რომ, იმედია, უკვე მზად ხართ შოპინგის დღესასწაულისთვის და იცით, რისი ყიდვა გსურთ. ხოლო, თუ ჯერ არ გადაწყვეტიათ, ამ ბმულზე პარტნიორი მაღაზიების გრძელ სიას და ყველა შესაძლო კითხვაზე დეტალურ პასუხს იპოვით.