Le Figarro: საქართვრლო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ

საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ- ფრანგული გამოცემა Le Figarro საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის. სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა და  აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს; პირიქით — საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.

სტატიაში „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიულ მდებარეობაზე და აღნიშნულია, რომ  საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.

სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.

” საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უწყვეტი რვა ათასწლოვანი   ღვინის წარმოების  მქონე ტრადიციის ქვეყანაა.

ქვეყანა ამაყობს ქვევრის ტექნიკით — მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლები, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება.

ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილდება.

მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა: ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ” – აღნიშნულია სტატიაში.

https://www.lefigaro.fr/bons-plans/voyage/une-merveille-a-decouvrir-cet-ete-20250623

Back to top button