კახეთში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებული ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

კახეთში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლაგოდეხის №1 და საგარეჯოს №4 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. საბოლოო ჯამში კახეთში, მინიფეხბურთის სასკოლო ლიგაში 8 საჯარო სკოლის 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

სულ მალე მინიფეხბურთის ფინალური შეხვედრა თბილისშიც გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების – სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15-მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება – მინიფეხბურთში, კალათბურთში, თაგრაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა – რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

Back to top button