
„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისი გულისხმობს ძრავის ზეთის, ასევე აკუმულატორის 20 წუთში, ხოლო საბურავის უპრეცედენტოდ მცირე დროში შეცვლას.
მომხმარებელმა სასურველი მომსახურების მისაღებად მარტივად, მხოლოდ ქოლცენტრში უნდა დარეკოს ნომერზე: 032 226 44 44.
ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ გამუდმებით ქმნის სტანდარტს, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ფლობას მაქსიმალურად გაუმარტივებს. სწორედ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ დავნერგეთ სერვისი, რომელიც სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეამცირებს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორისა და ზეთის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო საბურავისა – უპრეცედენტოდ მცირე დროში.
სასურველი პროდუქტისა და სერვისის შერჩევა დისტანციურად, მხოლოდ ერთი ზარით არის შესაძლებელი, სხვა ყველა დეტალს კი ქოლცენტრის ოპერატორი აგვარებს. სწორედ მომსახურების ამ განახლებულმა მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეზოგა მომხმარებლის დრო.
სიახლე თავდაპირველად უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში დავნერგეთ. მიდგომამ გაამართლა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომსახურების განახლებული სტანდარტი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში გაგვეხადა ხელმისაწვდომი“.