
უკვე 8 წელია 5 ივლისი შოპინგის დღესასწაულად იქცა. PLUS ქულების დაბადების დღეს ადამიანები მთელი წელი ელოდებიან, ამ დღეს დიდი ხნის ნანატრი ნივთები 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ, მაშინაც კი, თუ მაღაზიაში უკვე მოქმედებს ფასდაკლება.
წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებით აქტიური და დასამახსოვრებელი გამოდგა და შავ პარასკევსაც კი აჯობა. დიდი რიგები მაღაზიებთან, უამრავი გახარებული და ბედნიერი ადამიანი. თუმცა თუ ფიზიკურ მაღაზიებში სიარული არ გიყვართ, ონლაინაც შეგეძლოთ შოპინგი და შეთავაზებით სარგებლობა.
თუ ამ დაბადების დღეზე PLUS ქულები არ დაგიხარჯავთ და საერთოდ ვერ გაგიგიათ, როგორ აგროვებენ იმდენ ქულას, რომ ძვირადღირებულ ტექნიკასაც კი ყიდულობენ, ამ ბლოგში პატარა რჩევებსა და ხრიკებს გაგიზიარებთ:
გადაიხადეთ PLUS ბარათით
PLUS ქულები საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას გროვდება, მთავარია, გადახდა შეასრულოთ საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ონლაინ გადახდისას კი აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. თუმცა, PLUS ბარათს განსაკუთრებული პირობები აქვს. სხვა სადებეტო ბარათებთან შედარებით ამ ბარათით გადახდისას 4-ჯერ მეტი PLUS ქულა შეგიძლიათ დააგროვოთ, თქვენი სტატუსის მიხედვით. ამასთანავე, ყოველ თვიურად განსაკუთრებული შეთავაზებები გელოდებათ, რომლის მეშვეობითაც უფრო მეტი ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. PLUS ბარათის შეკვეთას სრულიად უფასოდ ამ ბმულზე შეძლებთ და სხვა დეტალებსაც გაეცნობით.
თვალი ადევნეთ შეთავაზებებს
საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მფლობელებისთვის ხშირად ქმნის შეთავაზებებს პარტნიორ მაღაზიებში, რომელთა სიაც ძალიან გრძელია. ბარათით გადახდისას ზოგჯერ 10-ჯერ ან 50-ჯერ მეტი ქულის დაგროვებაც კი შეგიძლიათ, ან PLUS ქულების სახით ქეშბექის მიღება. თუ ტანსაცმლის, საჩუქრის, უბრალოდ ახალი ნივთის ყიდვას, დასვენებას ან კაფეში მეგობრებთან ერთად წასვლას გეგმავთ, წინასწარ გადაავლეთ თვალი მრავალფეროვანი შეთავაზებების გვერდს და აუცილებლად იპოვით საყვარელ ადგილს. ყოველდღიური შეთავაზებების ნახვა კი მარტივად, მობილბანკშიც შეგიძლიათ.
ქულების გადარიცხვა
ალბათ იცით, რომ PLUS ქულების გადარიცხვა მობილბანკის საშუალებით სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ამიტომ სასურველი ნივთისთვის შეგიძლიათ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად შეაგროვოთ თანხა და PLUS დაბადების დღეზე ერთ ანგარიშზე გააერთიანოთ.
საკრედიტო AmEx ბარათით დაგროვება
შეიძლება AmEx საკრედიტო ბარათს იყენებთ და MR ქულები გიგროვდებათ. MR ქულების PLUS ქულებში კონვერტაცია ასევე მობილბანკის საშუალებითაა შესაძლებელი, თანაც უკეთესი კურსით. საკრედიტო AmEx ბარათსაც საინტერესო შეთავაზებები აქვს ყოველკვირეულად, რომელთა საშუალებითაც მეტი MR ქულა გროვდება. ამიტომ, თუ საკრედიტო ბარათით არჩევთ ქულების დაგროვებას, თვალი ადევნეთ MR ქულების შეთავაზებებს და დაგროვილი MR-ები PLUS ქულებში გადაცვალეთ.
საიდუმლო ხრიკი
თუ თქვენი მეგობრები არ აგროვებენ ქულებს, ან იშვიათად იყენებენ საქართველოს ბანკის ბარათს, საერთო შეკრებების, მოგზაურობების დროს, როცა ხარჯებს ინაწილებთ, თქვენი ბარათით გადაიხადეთ თანხა. თანხის გაყოფას, განაწილებას კი უმარტივესად მობილბანკით შეძლებთ. არ დაგჭირდებათ ბევრი ანგარიში, მეგობრებს მონიშნავთ კონტაქტებში, გაუგზავნით თანხის გაყოფის მოთხოვნას მობილბანკიდან, მიუთითებთ საკუთარ ანგარიშს და თქვენს მიერ დახარჯულ თანხას გადმოგირიცხავენ. თუ ამ ბლოგს თქვენი მეგობრებიც წაიკითხავენ, შეიძლება საერთო შეკრებისას გადახდის ბევრი მსურველი გამოჩნდეს.
თუ სწორად დაგეგმავთ საყიდლებს, PLUS ბარათით გადაიხდით და შეთავაზებებსაც არ გამოტოვებთ, იმაზე მარტივად შეაგროვებთ შოპინგისთვის საკმარის ქულებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სწორედ ასე ყიდულობენ ადამიანები ტექნიკას, სამკაულებს და სხვა ნივთებს, რომლებიც დიდი ხანია უნდათ, თუმცა თანხის გადადებას ვერ ახერხებენ.
ასე რომ, გაითვალისწინე რჩევები და წინასწარ დაიწყე მზადება მომავალი წლის PLUS დაბადების დღისთვის.