
რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- განაცხადა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.
ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ისტორიულ ზონებში, მსგავს შენობებში, არის მე-3 და მე-4 კატეგორიის ავარიული სახლები და მათზე ვრცელდება საკუთრების უფლება, შესაბამისად მესაკუთრეების ნებართვის გარეშე სამუშაოებს ვერც მერია და ვერ ინვესტორი ვერ აწარმოებს.
„სხვათა შორის, ნიკო კახეთელიძემ ილაპარაკა ამ თემაზე და მე ვთვლი, რომ ნიკო კახეთელიძის მსგავსი ამ სფეროს მცოდნე ხელზე ჩამოსათვლელია. აქ არის მეორე საკითხი, საკრებულოში კანონი მისაღებია. წარმოიდგინეთ, როგორაა ისტორიულ ზონებში მსგავს შენობებში არის ავარიული სახლები მე-3, მე-4 კატეგორიის და ცხადია, უფლებრივი საკუთრებაა, მათი ნებართვის გარეშე იქ სამუშაოებს ვერც მერია, ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს“,- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.