
გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა გამოფენა – “ხელოვნება გვაერთიანებს”.
წარმოდგენილი იყო 17 ქალბატონის ხელნაკეთი ნივთები და გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილის რატი ბარნოვის ფერწერული ტილოები.
გამოფენაზე ძირითად გამოფენილი იყო ხელნაკეთი სურნელოვანი და დეკორატიული სანთლები, ებოქსიტისა და თაბაშირის სუვენირები, ნაქსოვი თოჯინები და აქსესუარები, ბისერებით ნაკეთები ხელჩანთები, სამკურნალო ნატურალური ზეთები და საპნები, პოლიმერული თიხის ხელნაკეთობანი, ყაისნაღით ნაქსოვები და სხვა.
გამოფენა დაათვალიერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადეს შთამბეჭდავი ნივთების შექმნისთვის და წარმატება უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში.