
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემების განმტკიცებაში დაეხმარებათ.
ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა.
მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.
წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.