გიორგი გამსახურდია: „ქართუ“ არის მთავარი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში, დანარჩენები უბრალოდ, ფულს ათეთრებენ და მორჩა – ვერავინ იტყვის რომ „ქართუ“ ბანკმა, ვინმე სახლიდან გამოასახლა ან ქონება წაართვა, რასაც „თიბისი“ და კერძოდ, ხაზარაძე შვრება წლებია

„ვერავინ იტყვის, რომ „ქართუ“ ბანკმა, ვინმე სახლიდან გამოასახლა ან ქონება წაართვა, „თიბისი“ და კერძოდ, ხაზარაძე რასაც შვრებოდა და შვრება წლებია, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს, რომელიც ეხმიანება ბანკი “ქართუს” წინააღმდეგ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.

გამსახურდიას განცხადებით, „ქართუ“ მთავარი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, დანარჩენები კი ფულს ათეთრებენ, შესაბამისად, გამორიცხულია, რომელიმე უზნეო ადამიანს ზნეობრივი ადამიანი მოსწონდეს, უფრო მეტიც, მტრობისა და ზიზღის ობიექტია მისთვის.

„„ქართუ“ არის მთავარი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში, დანარჩენები უბრალოდ ფულს ათეთრებენ და მორჩა მაგაზე თემა. ახლა ესენი რატომ უტევენ გეტყვით. გამორიცხულია რომელიმე უზნეო ადამიანს მოსწონდეს ზნეობრივი ადამიანი, უფრო მეტიც, მტრობს და ზიზღის ობიექტია მისთვის. ვერავინ ვერ იტყვის რომ „ქართუ“ ბანკმა, ვინმე სახლიდან გამოასახლა ან ქონება წაართვა („თიბისი“ და კერძოდ, ხაზარაძე რასაც შვრებოდა და შვრება წლებია). მიმსგავსებული ისტორიაც რომ იყოს, გენახათ მერე ამ ავყიების ყეფა. ამიტომაც ემტერებიან და ნუ, თავისთავად, თარგეთი ბიძინა ივანიშვილია და მორჩა“, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

Back to top button