პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ძმებმა, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ცოლად შერთვის მიზნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ გოგონას.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Back to top button