კასპის მაღლმთიან და გამყოფი ხაზისპირა სოფელ ბოჟამში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება

კასპის მუნიციპალიტეტში მაღლმთიან და გამყოფი ხაზისპირა სოფელ ბოჟამში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს -კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა:
ჭაბურღილი,
სამარაგო და რკინა ბეტონის 150 მ3 რეზერვუარები,
ჭაბურღილიდან რეზერვუარამდე-წნევიანი წყალდენი,
სანიტარული დაცვის ღობე.
პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 272 779 ლარია.

წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის შემდეგ 110 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით და შესაბამისად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობებიც – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

Back to top button