რატომ გათავისუფლდა მელიქიშვილზე აქციის შემდეგ დაკავებული მმართველი გუნდის ორი მხარდამჭერი?

„კურიერმა“ გაარკვია მიზეზი, თუ რატომ გათავისუფლდა მელიქიშვილზე აქციის შემდეგ დაკავებული მმართველი გუნდის ორი მხარდამჭერი.

ირაკლი ბუაჩიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი დაზარალებულის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუაჩიძეს მისთვის ხელკეტი არ დაურტყამს.

შეეხება ზაზა მამალაძეს, დაზარალებულმა ჩვენებაში დააფიქსირა, რომ ხელის მოქნევის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, რაც ავტომატურად მამალაძის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა.

Back to top button