თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 16,3292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ” (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე, მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვისათვის წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წელით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Back to top button