
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ყვარელის, საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ბორჯომის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე – 26 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებენ; მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე” – აცხადებენ უწყებაში.