საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 60 წლის იუბილე მიულოცა.
საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის ოჯახს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.