
საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით პაპავამ და პროკურორმა ემელიანე ბერაიამ ფოთის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.
პროკურორებმა ასევე ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ისაუბრეს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს გაუსვეს ხაზი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დასვეს, რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.