პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა თორდიამ სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორმა მოსწავლეებს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია და ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე ისაუბრა, ასევე მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

Back to top button