
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ხელჩანთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.