
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა.
ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა.
ცნობისთვის, ხატია წერეთელს, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის საქმეზე, პატიმრობა 2025 წლის აგვისტოში შეეფარდა.