თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მიმართ იძულება განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button