ნინო ფოჩხუა: მეათე წელია პროვოკაციებს პროვოკაციებზე აწყობენ ქვეყნის ასარევად, არასამთავრობო სექტორს შეფარებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, განაწყენებული მოსამართლეები, ვითომ ადვოკატები და უფლებადამცველები

სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად და არეულობის მოსაწყობად, არაფერზე იხევენ უკან, მაგრამ ერთ დიდ შეცდომას უშვებენ, არ ითვალისწინებენ დღევანდელ რეალობას და იმას, რომ ხალხს უკვე დიდი ხანია მათი არ სჯერა, – ასე ეხმიანება Facebook-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს, რომელშიც საუბარია სასამართლოში დაწყებულ მორიგ პროტესტზე.

„მახსოვს 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, მათ უნდა მოვექცეთ არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქართველი ხალხი. მავანთ ეს სიტყვები ახალი ხელისუფლების სისუსტედ ჩათვალეს და მეათე წელია პროვოკაციებს პროვოკაციებზე აწყობენ, ქვეყნის ასარევად, არასამთავრობო სექტორს შეფარებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, განაწყენებული მოსამართლეები, ვითომ ადვოკატები და უფლებადამცველები.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დირიჟორობს რუსთავის ციხის პატიმარი, ახლადმოვლენილი ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის მეშვეობით, რომელიც ოჯახით არის ჩართული ამ პროცესში. სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად და არეულობის მოსაწყობად, არაფერზე იხევენ უკან, მაგრამ ერთ დიდ შეცდომას უშვებენ, არ ითვალისწინებენ დღევანდელ რეალობას და იმას, რომ ხალხს უკვე დიდი ხანია მათი არ სჯერა“, – წერს ნინო ფოჩხუა.

Back to top button