ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას – 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდა.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button