მანდატური სასამართლოს კანცელარიის შენობაში ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდზე: გვკბენდა ხელზე, მკლავზე, ბეჭზე, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ეს იარა დღემდე მაქვს – იარაღი ჰქონდა ამოღებული, განცდა გამიჩნდა, რომ ჩვენთვის უნდა ესროლა

გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა გიორგი რიჟამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე აძლევს ჩვენებას.

რიჟამაძე იმ სამი მანდატურიდან ერთ-ერთია, ვინც ალეკო ელისაშვილი სავარაუდო ფაქტის განხორციელების დროს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში დააკავა.

“2025 წლის 28 ნოემბერს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, 24-საათიან განაწესში მორიგედ ვიყავი. სამნი ვიყავით – მე, დავით ხარებაშვილი და რევაზ ბუღათრიშვილი. გადავნაწილდით პოსტებზე, მე ცენტრალურ შემოსასვლელში ვიყავი… დავით ხარებაშვილი რაციით დამიკავშირდა, რომ ცენტრალურ ჭიშკართან გავსულიყავი. სასამართლოს დერეფანი და კანცელარია ერთმანეთთანაა დაკავშირებული და სწორედ ამ გზით წავედი, გარეთ გავედი, სადაც ხარებაშვილი იყო, მან მითხრა, რომ ვიღაც პირი იყო შემოჭრილი, ამ დროს რევაზ ბუღათრიშვილი მოდიოდა ჩვენკენ და ვუთხარი, რომ სასამართლოს უკან გადასულიყო და საბადრაგოს მხარეს წავიდა.

Back to top button