
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კასპის მუნიციპალიტეტსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს, ორმხრივ თანამშრომლობასა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩი ეწვია კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ კოლეჯს და გაეცნო მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.