ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას – Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას” – აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.

მისი თქმით, Jan De Nul ამაყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობით.

„მაღალი დონისა და ხარისხიანი ინჟინერიის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისოდ აღიარებულ საინჟინრო კომპანია Royal Haskoning-თან. საუკეთესო დიზაინის შექმნის მიზნით, მათთან ერთად შევიმუშავეთ ოპტიმიზებული პროექტი ისე, რომ არ დავთმეთ ეფექტიანობა ან ხარისხი. დღესდღეობით, ჩვენ ვმუშაობთ ორი უახლესი გემით, ესენი არიან Al Idrisi და Tristao da Cunha, მათი საშუალებით შეგვიძლია დღეში 70 000 კუბურ მეტრზე მეტი ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ვაწარმოოთ” -აღნიშნა Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა.

ერიკ ბეიტსი ამბობს, რომ კომპანია დაღრმავებით სამუშაოებს დროულად დაასრულებს და უზრუნველვყოფს 17,5 მეტრის სიღრმის შესასვლელ არხს, რაც შავ ზღვაში შემოსვლის საშუალებას მისცემს ყველაზე დიდ გემებს.

„ძალიან ვამაყობთ ამ პროექტის განხორციელებით და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებით. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის შემდგომ ეტაპებზეც წამყვან პოზიციებზე ვიქნებით”, – აღნიშნა Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა.

Back to top button